
ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელს, გეკა გელაძეს თხოვა, გიორგი უძილაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს.
როგორც მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უნდა გამოქვეყნდეს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.
„მე შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ ჩანაწერს, თუ რა ინფორმაციას გადასცემდა. ერთ ადამიანსაც კი რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება და სივრცე არ დარჩეს, ეს თხოვნა იქნება ჩემი მხრიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაციით გააკეთოს მინიშნებები სხვადასხვა ქვეყნის მიმართ.
„ჩვენ ვცდილობთ, ეს არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ამიტომ, ზედმეტებს, ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, თვითონ ნუ იკადრებენ, ეს თხოვნა მექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026