პარლამენტმა "უცხოური გავლენების გამჭვირვალოის შესახებ" კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, კვლავ 83 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე, მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.
პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებით იმყოფება და ამიტომ დღეს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
თუმცა სხდომას დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ჭიჭინაძე, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა "გამჭვირვალობის შესახებ" საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. თითოეულ კენჭისყრაზე კანონპროექტის მისაღებად, საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.
0
0