26/01/2022
14:35
პოლიტიკა
მისივე თქმით, დღის ბოლომდე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი მზად იქნება.
„დღეს კარგია, რომ მათ პრინციპებზე არაფერი ან ვერაფერი არ თქვეს ან ვერ თქვეს, რადგან სწორი პოზიცია არის ის, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ვიცი, რომ ისინი თქვენთან, ჟურნალისტებთან ამბობენ სიტყვას „სიფრთხილე“. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე, ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომლებიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება გამზადებული ტექსტი იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და მათგან მოწონებულია. პრინციპებზე ჩვენ შევთანხმდით, თუმცა არის გარკვეული დეტალები - სიტყვებზეც კი იყო შენიშვნები, რაც არაფერს არ ცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანასჩვენ ვგმობთ ყოველგვარ აგრესიას, რაც, შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყოს მიმართული, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს, ბუნებრივია, არავის შეუძლია, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0