
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - განაცხადა "იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ახლა კულისებში რაც ადრე იყო ან ღიად მოწოდებები, რომ აბა ბიჭებო და გოგოები, წადით ახლა და შევარდით ან ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, ასეთი მოწოდებები აღარ ისმის“.
„თქვენ გახსოვთ ალბათ დამცინავი კამპანია საპირისპირო ეროვნულისა, იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც თავის სამშობლოზე ცოტა სხვანაირად და გულწრფელად შესტკივათ გული, რომ აბა „ომი გინდათ?“, ხომ გახსოვთ ეს კამპანია? დღეს ეს თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ თუკი ვინმეს, ვინც საქართველოში თავის ქვეყანაზე არ ფიქრობს და მათ გარე დამკვეთებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მაშველ რგოლად რაიმე, ეს არის ჩვენი ქვეყნის იმ თემის გააქტიურება, რასაც ომში ჩართვა ჰქვია და რატომ. გარშემო სიტუაციას ვხედავთ, ძალიან მარტივად და ყველასთვის რომ გასაგები იყო, სირიის თემებზე, დღევანდელზე მათ შორის, ირანის თემებზე, უკრაინის თემებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ გარშემო ჩვენი ქვეყანა არის ცეცხლის დიდ რკალში.
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია. ანუ, ჩვენს მიმართ, ახლა კულისებში რაც ადრე იყო ან ღიად მოწოდებები, რომ აბა ბიჭებო და გოგოები, წადით ახლა და შევარდით ან ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, ასეთი მოწოდებები აღარ ისმის და დაგიდასტურებთ, რომ დღეს კულისებშიც რაც ხდებოდა მაშინ, ისიც აღარ ხდება. არვინ გვეუბნება ახლა ომი დაიწყეთო. გულწრფელად ასეა, განსხვავებით რამდენიმე წლის წინა პერიოდისგან, მაგრამ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გვადგება არაფერში, ამ საქმეში, ამ გლობალურ ინტერესებში, რომ მაშველ რგოლად საქართველოდან იყოს ომის რიტორიკა და შემდგომ ომში ჩართვა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, მაშველ რგოლად უფრო სწორად მოგვევლინოს საქართველო, თუ იქ ხელისუფლება გამოიცვლება და იქნებიან ის ადამიანები ხელისუფლებაში, ვინც ერთი თითის დაწკაპუნებაზე იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვიან. ანუ, ერთადერთი მთავარი კოზირი, რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული, დავარქვათ ასე, შემაშინებელი მესიჯებით და ეფექტით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0