
„ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიაა და ამ ეტაპისთვის უფრო სარწმუნოა ეს ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა, ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ სერიოზული საფრთხე აირიდა თავიდან.
„მომიწევს, რომ დღეს ბევრი ინფორმაციის გამხელაზე უარი ვთქვა, მაყურებელი ამას კარგად გაგვიგებს, თუმცა, რაც შემიძლია საჯაროდ გამოვიტანო, იმაზე ნამდვილად არ გეტყვით უარს. მადლობით დავიწყებ ჩვენი სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მე აქ რომ მოვედი დამხვდა ბევრი ძალიან პროფესიონალი ადამიანი, რომლებმაც თავისი საქმე ზეწარმატებულად იციან, ძალიან კარგად იციან და მათი პირდაპირი დამსახურებაა, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოაჩინეს იმდენად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში დარჩებოდა და ვინმე მის გამოყენებას დააპირებდა, ნამდვილად არ მოჰყვებოდა კარგი შედეგები. ამისთვის მადლობას იმსახურებენ ჩვენი თანამშრომლები.
„ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიაა და ამ ეტაპისთვის უფრო სარწმუნოა ეს ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა, ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში და ამას ადასტურებს მძღოლი, რომლის ჩვენებაც ასე აპრიორში გასათვალისწინებელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ავიცილეთ სერიოზული საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც საფრთხე იყო ძალიან დიდი. თუ ჩვენს ქვეყანაში დარჩებოდა და იმ მოვლენებს დაუკავშირდებოდა, რაზეც ხშირად ვისმენთ მათ საჯარო, რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივ მოწოდებებშიც კი, ამას ძალიან ცუდი შედეგი ექნებოდა და ეს ავიცილეთ თავიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერი ხერხით თუ საქართველო იქნებოდა სატრანზიტო დერეფანი ამ ასაფეთქებელი ნივთიერებისათვის, ესეც, ბუნებრივია, დიდი რისკის ქვეშ აყენებდა ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0