
ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ იყოს სუვერენული ქვეყანა, შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია აღნიშნულ მიზანთან მიახლოებაც კი.
„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში პრეტენზია განვაცხადეთ იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
0
0