
გუშინდელი “ნაცური” აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ჯიმ რიში ყოველთვის გამოირჩეოდა "დიფ სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით, შესაბამისად, მხოლოდ ორი დაშვება არსებობს: ან სენატორი თავისსავე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამართლდება ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს.
"გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…
თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!..” - წერს მამუკა მდინარაძე.
0
0
ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22/03/2025