
მამუკა ხაზარაძის ოჯახს ბიუჯეტში დიდძალი თანხა აქვს შეტანილი, კორუმპირებული ხელისუფლება რომ არა, ეს თანხა ხალხის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას უნდა ხმარდებოდეს, – ამის შესახებ ძლიერი საქართველოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მამუკა ხაზარაძის კერძო საკუთრებაზე საუბარი იმ ტრაგედიაზე მიუთითებს, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს.
„მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს საქართველოს ბიუჯეტში ასობით მილიონები შეაქვთ. შესაბამისად, ამ ოჯახს აქვს შეტანილი დიდძალი თანხა ბიუჯეტში და რომ არა ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც კორუფციაშია ჩამხრჩვალი, ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი, ხაზარაძის ოჯახის მიმართვის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. ეს იქნა ოჯახის მიმართვის საფუძველზე აღმოჩენილი, შესაბამისად ეს არის მოგვარებული, არავითარი საკითხი და შემდგომი თემა არ არსებობს. საკითხი არსებითად ამოწურულია. „ქართულ ოცნებას“ რომ სხვა რამეზე სასაუბრო არ აქვს, ეს მიუთითებს იმ ტრაგედიაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ხელისუფლება, რომელმა გაძარცვა, დააბეჩავა რიგითი ქართველი მოქალაქე, ამ ხელისუფლებას სხვა საქმე არ აქვს და მამუკა ხაზარაძის კერძო საკუთრებას დევნის“, – განაცხადა გეგელიამ.
0
0