
მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.
2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა.
არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, როგორ ჩანს ჩარიცხეს ბიუჯეტში აღნიშნული თანხა.
"როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. მაშინ დაიწყეს დავა. მოითხოვეს მილიარდნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან, წააგეს ყველა ინსტანცია და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, ამ სასამართლომ გაამტყუნა ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო. როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ამაზე მეტი თაღლითობის აღიარება მე არ გამიგია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0