01/11/2023
10:19
მსოფლიო
35 წლის კაცმა მამას თავი მოკვეთა და აბაზანის ნიჟარაში დატოვა. მან, დაკავების შემდეგ, მხოლოდ ოთხი სიტყვა წარმოთქვა.
35 წლის ბრედლი ადამ დიმიკს ბრალად ედება 65 წლის კეიტ დიმიკის და ძაღლის მკვლელობა სან ანტონიოში, ტეხასის შტატში. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა.
ძაღლი შესასვლელ კართან იყო ეგდო, თავმოკვეთილი ადამიანის ცხედარი ოთახში, თავი კი აბაზანაში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პირველად, ოფიცრები გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე იმის გამო, რომ „საეჭვო პირი" სან ანტონიოს დასავლეთ მხარეს გაჩერებულ მანქანებს უყურებდა. როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა და ბრედლი ადამ დიმიკი იპოვა, მან თქვა სიტყვები: „მე, უბრალოდ, ვიღაც მოვკალი“.
პოლიციელებმა სისხლი აღმოაჩინეს სახლის ირგვლივ - მათ შორის, შესასვლელი კარის, მისაღები ოთახის, სამზარეულოს, დერეფნების, საძინებლებისა და აბაზანის მახლობლად.
დიმიკმა პოლიციაში აღიარა, რომ გამოყენებული იარაღი „სახლში იყო“. კეიტს და ძაღლს მუცელზე დიდი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული.
ბრალდებულის ძმამ, ადამ კნოპიკმა მედიას განუცხადა, რომ მისი ძმა ფსიქიკური აშლილობით იყო დაავადებული და ერთხელ დედის მოკვლაც სცადა.
ნოპიკმა თქვა, რომ დიმიკი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ კი წამლებს აღარ იღებდა. ნოპიკი ამბობს, რომ ეს არ მოხდებოდა, მას რომ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაემოწმებინა.
დიმიკს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობასა და ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში. მისი გირაო 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
0
0