მამარდაშვილის "ვალენსიამ" ჯენარო გატუზო გაათავისუფლა
30/01/2023
22:57
სპორტი
A-
+A
„ვალენსიამ“ ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტი „ღამურების“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ზაფხულში დაინიშნა და მას შემდეგ 22 მატჩი ჩაატარა. გატუზოს გუნდმა 7 შეხვედრა მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 10-ში კი დამარცხდა.
ჯერჯერობით, უცნობია ვინ დაინიშნება გიორგი მამარდაშვილის გუნდის მთავარ მწვრთნელად, მაგრამ დროებით კლუბს ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) უხელმძღვანელებს.
“ვალენსია” “ლა ლიგის” 19 ტურის შემდეგ, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 1 ქულა აშორებს.
0
0
404
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%