მამარდაშვილის უიღბლო დღე - „ვალენსია“ „რეალ სოსიედადმა“ დაამარცხა
28/09/2024
23:26
სპორტი
A-
+A
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 3:0.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დაბალი შეფასება მიიღო – 5.9 ქულა. თამაში მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, მე-8 წუთზე ტაკეფუსა კუბოს გოლით დაწინაურდნენ და შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ნახევარში „ვალენსია“ ბასკურ გუნდს დიდი ხანი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს კიდევ ორი გოლი გაუშვა – ორივე ოსკარსონის ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი (80, 90+2) შეასრულა.
8 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე დაქვეითდა.
0
0
175
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%