09/05/2024
12:41
სპორტი
„ჩელსის“ შემდეგ, „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ფრანგული გრანდი „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერესდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Desmarque ავრცელებს.
„ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ, პსჟ (ისევე როგორც „ჩელსი“ და კიდევ რამდენიმე კლუბი) 35 მილიონ ევროდ შეფასებული „ვალენსიას“ მეკარის შეძენას შეეცდება.
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე მის შემცვლელს ეძებს. უკვე ცნობილი კანდიდატურაც, ვინ შეიძლება მოისურვოს ესპანელმა მწვრთნელმა თუ იტალიელი მეკარე ზაფხულს სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს.
პსჟ-ს რადარში „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოექცა – 23 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 12-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. მამარდაშვილი არამარტო პარიზელებს აინტერესებთ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი „ჩელსის“ ინტერესსაც იწვევს, რადგან მეკარის პოზიციის გაძლიერებას ცდილობენ.
ამჟამად „ჩელსის“ ჰყავს ჯორჯე პეტროვიჩი და რობერტ სანჩესი, ხოლო კეპა არიზაბალაგა იჯარის შემდეგ მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება. მიუხედავად ამ ვარიანტებისა, მამარდაშვილი შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდეს. „ვალენსიას“ ვარსკვლავს Transfermarkt 35 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს El Desmarque.
0
0