
გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზარდამ, ინფორმაციას სამენეჯერო ვებპორტალი Transfermarkt ავრცელებს.
Transfermarkt მოთამაშეთა ფასებს პერიოდულად ანახლებს და გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 25 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე გაიზარდა.
22 წლის ქართველი მეკარის გაზრდილი შეფასება გასაკვირი არ არის – გიორგი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლა ლიგაში „ვალენსიას“ კარი ზედიზედ 51 შეხვედრაში დაიცვა.
ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია, 22 წლის, ნაპოლი – 85.00 მილიონი ევრო
2. გიორგი მამარდაშვილი, 23 წლის, ვალენსია – 30.00
3. გიორგი მიქაუტაძე, 22 აიაქსი – 10.00
4. ზურიკო დავითაშვილი, 22 წლის, ბორდო – 3.00
5. ირაკლი აზაროვი 21 წლის, შახტარი – 2,50
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025