
47 წლის ენ დრამონდი ყოფილმა შეყვარებულმა მოკლა - საზარელი დანაშაული 2019 წელს, შოტლანდიაში მოხდა. დამნაშავემ ქალის მანქანას ცეცხლი წაუკიდა, ენი ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კევინ მარკსი პოლიციამ მალევე დააკავა. მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა საქმე დახურულად არ გამოცხადებულა. ამჯერად ლივინგსტონის შერიფის სასამართლოში ფატალური შემთხვევის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დრამონდის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პოლიცია მას კევინის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას დროულად მიაწვდიდა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დღეს, დრამონდმა მარკსს სასამართლოს შენობასთან მიაკითხა, რადგან მამაკაცი სხვა დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ენ დრამონდს 4 შვილი დარჩა.
0
0