პენსილვანიელმა მამაკაცმა, 29 წლის დაშონ უოტკინსმა, ტრანსგენდერი მოზარდი მოკლა და შემდეგ მისი სხეული დაანაწევრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონა სოციალური ქსელის Grindr-ის საშუალებით გაიცნო.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, უოტკინსს ბრალად ედება 14 წლის ტრანსგენდერი გოგონას - პოლი ლიკენსის - მკვლელობა, რომელიც ნათესავებმა უკანასკნელად 22 ივნისს ნახეს. პოლიციამ ასევე, შენანგოს ტბაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, გოგონას სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. მერსერის ოლქის პოლიციამ დაადგინა, რომ პოლი, სხეულის დანაწევრებამდე, თავის არეში მიყენებული მწვავე ტრამვისგან გარდაიცვალა.
„სათვალთვალო კამერებზე ჩანს, რომ, მკვლელობის ჩადენის საღამოს, პოლი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ტბასთან ვიღაცას ელოდა. კადრებზე ასევე დაფიქსირებულია უოტკინსი, რომელიც თავისი ბინიდან, გამთენიისას, ჩანთებით ხელში, რამდენიმეჯერ გადაადგილდა და ბინამდე იმ მანქანით დაბრუნდა, რომელიც ტბასთან აღმოვაჩინეთ,“ - განაცხადა პოლიციამ.
გარდაცვლილი პოლის ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი პარკის რეინჯერად მუშაობის დაწყებას აპირებდა.
უოტკინსს ბრალი წაუყენეს სასტიკ მკვლელობაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და გვამის დანაწევრებაში. ბრალდებული უკვე მერსერის ოლქის ციხეში იმყოფება.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026