10/07/2023
11:21
მსოფლიო
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია გუანდუნში, საბავშვო ბაღში, მამაკაცმა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დანით დახოცა, ერთი კი - დაჭრა.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ, ქალაქ ლიანციანში, 25 წლის მამაკაცი დააკავა.
დაშავებულები არიან ასევე მასწავლებელი და ორი მშობელი.
პოლიციამ ინციდენტი „განზრახ თავდასხმად“ შეაფასა.
ძალადობრივი დანაშაული შედარებით იშვიათია ჩინეთში, თუმცა, ბოლო წლებში, ქვეყანაში ცივი იარაღით თავდასხმების შემთხვევები, მათ შორის სკოლებზე, მომრავლდა.
ჩინეთის ხელისუფლება სკოლებში უსაფრთხოების ზომებს 2010 წლიდან აძლიერებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ, პედაგოგებისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ხელისუფლებას კრიმინალური ქმედებების „მაქსიმალურად აღკვეთისკენ“ მოუწოდა. 2021 წლის აპრილში, განათლების სამინისტრომ ასევე სკოლებში სავალდებულო საგანგებო ევაკუირების წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა.
0
0