ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, პოლიციამ 45 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მოხუცი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მამაკაცმა, მკვლელობის კვალის დაფარვის მიზნით, მისი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. პოლიციის ინფორმაციით, 67 წლის გარდაცვლილი ქალი, სავარაუდოდ, მელბურნის გარეუბნის, კულარუს, ადგილობრივი მკვიდრია.
დეტექტივების განცხადებით, მკვლელმა ქალის ცხედარი, მისსავე სახლთან მდებარე ურნაში ჩააგდო. მოგვიანებით, მწვანე ნარჩენების გადაზიდვისას, ცხედარი ახლომდებარე ქუჩის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს და ინციდენტის შესახებ პოლიციას აცნობეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც Dailymail-ი წერს, ქალი, რომლის ვინაობა ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილს იცნობდა, რომელიც ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება. პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსხვერპლი მამაკაცის დედა არ არის.
2024 წლის მონაცემებით, ქალაქ მელბურნის გარეუბან კულარუში, ქალთა მკვლელობის 48 შემთხვევა დაფიქსირდა.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026