აშშ-ის ოჰაიოს შტატში, 40 წლის კენეტ მორტიმერმა 74 წლის დედა დანით მოკლა, ხოლო მამა - დაჭრა. ჰამილტონის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, მორტიმერი დედას, ბარბარა მორტიმერს შეეკამათა, როდესაც დედამ უთხრა, რომ ის [კენეტი] „ღამით სახლში ღამეს ვერ გაათევდა“. როდესაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ბარბარამ ქმარს, თომასს, პოლიციაში დარეკვა სთხოვა. სწორედ ამ დროს, კენეტ მორტიმერმა სამზარეულოს დანა აიღო და დედა სასიკვდილოდ დაჭრა, მამას კი - დაარტყა.
სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაქცეული კენეტ მორტიმერის პოვნა პოლიციამ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მან მშობლების დანით დაჭრა აღიარა. მორტიმერის მამა, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში რჩება. პოლიციამ კენეტ მორტიმერი დააკავა და მას ბრალი წინასწარგანზრახულ მკვლელობაში წაუყენა.
0
0