
აშშ-ის მიჩიგანის შტატში, 27 წლის რაშად მალეკ ტრაისი ყოფილ შეყვარებულს და მის ორი წლის გოგონას, უინთერ სმიტს, თავს დაესხა. მამაკაცმა ბავშვი გაიტაცა და ის მობილური ტელეფონის დამტენით დაახრჩო. ტრაისის ყოფილმა შეყვარებულმა ლენსინგის პოლიციის დეპარტამენტს განუცხადა, რომ საკუთარ ბინაში ძალადობრივი [ფულთან დაკავშირებით] დაპირისპირების შემდეგ, მან, თავდაცვის მიზნით, მამაკაცი დანით დაჭრა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, შეყვარებულის ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის, მოგვიანებით, ქალაქ სან ქლერ-შორსში დააპატიმრეს. პოლიციამ ტრაისი მანქანის მართვისას შენიშნა. ის გაქცევას ცდილობდა, მაგრამ საპატრულო პოლიციის მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც, ოფიცერი დაშავდა.
მიჩიგანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული აღიარა - ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმა, მისი ორი წლის გოგონას გატაცება და მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გატაცებული ბავშვის ცხედარ,ი სახლისგან მოშრებით, მინდორში იპოვა. სასამართლო რაშად მალეკ ტრაისს განაჩენს 19 ივლისს გამოუტანს.
0
0