ბრაზილიის ქალაქ მონტეიროში, 56 წლის მამაკაცი 15 წლის შეყვარებულის მკვლელობისთვის დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გილსონ კრუზმა მარია დოს სანტოსს საკუთარ სახლში კამათის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცი პარაიბას შტატიდან მალევე გაიქცა. თუმცა, ხელისუფლება მისი მანქანის მოძრაობას საგზაო კამერების საშუალებით თვალს ადევნებდა და ეჭვმიტანილი ახლომდებარე შტატ პერნამბუკოში დააკავეს.
როგორც პარაიბას სამოქალაქო პოლიციის დეტექტივმა, სავიო სიკეირამ, განაცხადა, როდესაც მამაკაცმა გოგონას ესროლა, ისინი სასმელს მიირთმევდნენ.
გარდაცვლილის დედამ, ლუსია დოს სანტოსმა სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ კრუზმა მისი ქალიშვილი ორი წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ ის თავის საცხობში სამუშაოდ დაიქირავა და, მოგვიანებით, საცხოვრებლად საკუთარ სახლშიც გადაიყვანა.
კრუზი მარია დოს სანტოსს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა შიშის გამო მოზარდი ამის შესახებ პოლიციას არ ატყობინებდა.
„მინდოდა მისი სახლში დაბრუნება. მარიას ტელეფონზე ლაპარაკის ეშინოდა. კრუზი ხშირად უმტვრევდა მობილურ ტელეფონებს და ერთხელ მის ხელებზე ნაკბენის კვალიც შევამჩნიე,“ - განუცხადა ლუსია დოს სანტოსმა გამომძიებლებს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026