
ლიბანელმა ექიმებმა ბრინჯით სასქესო ორგანოების მეშვეობით საკვებით მოწამვლის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალი Annals of Medicine & Surgery წერს.
„38 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პენისის შეშუპებისა და სიწითლის ერთკვირიანი ანამნეზი, რომელიც დაიწყო მძიმე დიარეისა და ღებინების ეპიზოდის შემდეგ [...] მეუღლესთან ძლიერი სქესობრივი კავშირიდან რამდენიმე საათის შემდეგ“, - ნათქვამია გამოცემაში.
ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი დაინფიცირდა Bacillus cereus სახეობის ბაქტერიით. ისინი, როგორც წესი, ჩნდებიან მოხარშულ ბრინჯში, როდესაც ის ფუჭდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ლიბანელი მამაკაცი ფუზიდის მჟავით მკურნალობდა, რომელიც თვალის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. პაციენტს ასევე დაევალა, რომ სათანადოდ დაიბანოს დაზიანებული ადგილი და თავიდან აიცილოს სქესობრივი კავშირი სიმპტომების სრულად გაქრობამდე. დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელებას მამაკაცს ერთი თვე დასჭირდა.
0
0