04/07/2023
07:55
მსოფლიო
ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც კიშინეუს აეროპორტში 2 ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა. დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმა 30 ივნისს კიშინეუს აეროპორტში მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა. უცხოელ მამაკაცს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე, რა დროსაც მან მესაზღვრეს იარაღი გამოსტაცა და გაისროლა.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა, რომელიც მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად. თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
შემთხვევის გამო აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. კიშინეუს აეროპორტი დროებით დაიხურა, რეისები შეჩერდა. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, დაღუპულები არიან მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო.
0
0