30/06/2023
21:48
მსოფლიო
მამაკაცი, რომელმაც კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, მესაზღვრე და დაცვის თანამშრომელი მოკლა, ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელსაც მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა.
„ტაჯიკეთის 43 წლის მოქალაქეს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე უსაფრთხოების გათვალისწინებით. სტერილურ ზონაში მისი გადაყვანისას წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურის გასაფორმებლად, მან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის წართმეული იარაღიდან მოკლა მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მან ასევე დაჭრა მგზავრი“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა დღეს მოლდოვა დედაქალაქის აეროპორტში მოხდა. თავდამსხმელი ადგილზე სპეციალური დანიშნულების ბატალიონმა გაუვნებელყო. ის დაჭრილია და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ.
ინციდენტის გამო აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. კიშინეუს აეროპორტი დროებით დახურულია, რეისები შეჩერებულია. მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, დაღუპულები არიან მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
0
0