
ავსტრიელი სექსუალური მოძალადე, იოზეფ ფრიცლი, რომელსაც საკუთარი ქალიშვილი სარდაფში 24 წლის განმავლობაში ჰყავდა გამოკეტილი და მისგან 7 შვილი შეეძინა, შესაძლოა, მკაცრი რეჟიმის ციხიდან ჩვეულებრივ ციხეში ან ხანდაზმულთა თავშესაფარში გადაიყვანონ.
88 წლის ფრიცლი 2009 წელს საკუთარი შვილის გაუპატიურების, ინცესტის, შვილების დამონების, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ერთ-ერთი შვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ფრიცლი თავდაპირველად მისთვის წაყენებული ბრალდებების ნაწილს უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით მან ყველაფერი აღიარა.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალი ფსიქიატრიული დასკვნები ადასტურებს, რომ ფრიცი დემენციით არის დაავადებული და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია მისი ჩვეულებრივ ციხეში გადაყვანა გადაწყვიტოს.
ფრიცლი ამჟამად იმ ციხეში იმყოფება, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე დამნაშავეები იხდიან სასჯელს.
ავსტრიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, 15 წლის მოხდის შემდეგ პირობით გათავისუფლებაზე განაცხადის შეტანის უფლება აქვთ.
იოზეფ ფრიცლის ქალიშვილს და მის შვილებს დღესდღეობით იდენტობა შეცვლილი აქვთ და ცხოვრებას ანონიმურობის დაცვის გარანტიით აგრძელებენ.
0
0