
ფილადელფიელ მამაკაცს ფუტკარმა თვალის კაკალში უკბინა და მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან მხედველობა დაუქვეითდა და ტკივილი გაუმწვავდა. ექიმებმა ირისიდან [თვალის ფერადი გარსიდან] ნესტრის სრულად ამოღება ვერ შეძლეს.
ორი დღის შემდეგ, მარჯვენა თვალით ფაქტობრივად დაბრმავებული მამაკაცი სამკურნალოდ ფილადელფიის უილსის თვალის კლინიკაში მივიდა. შემდგომი კვლევების მიხედვით, მამაკაცს თვალის თეთრ გარსში საშიში სისხლდენა და სისხლძარღვების დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმებმა მამაკაცს ტკივილგამაყუჩებელი და პრედნიზოლონის შემცველი წვეთები, კორტიკოსტეროიდი, დაუნიშნეს, რომელიც ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.
DailyMail-ის ინფორმაციით, ექიმებმა განაცხადეს, რომ მკურნალობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, მამაკაცს მარჯვენა თვალში მხედველობა 20/25-მდე გაუუმჯობესდა.
თვალში ფუტკრის ნაკბენი იშვიათია. ფუტკრის შხამმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თვალის რქოვანას, ირისს და ბადურას, რაც სიბრმავეს იწვევს.
0
0