
აშშ-ის ქალაქ ფაიეტვილში [ჯორჯიას შტატი] მამაკაცი [კენეტ ჰარდინი] დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ცოლი მოკლა და შემდეგ მისი ცხედარი დაწვა.
პოლიციამ ქალის დამწვარი ცხედარი ჰარდინის სახლის უკან ეზოში, ნანგრევების ქვეშ დამარხული იპოვა.
ფაიეტის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, კენეტ ჰარდინმა ოჯახის წევრებთან ცოლის მკვლელობისა და ქალაქის დატოვების მცდელობის შესახებ აღიარა. ჰარდინის მამა თავად დაუკავშირდა პოლიციას და ინციდენტის შესახებ შეატყობინა.
გამოძიების დაწყებისთანავე, ლუიზიანას შტატში, მამაკაცის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დეტექტივებმა ჰარდინი ავტოტურისტთა სასტუმროში დააკავეს და შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ის ე.წ. დეზერტირის სტატუსით გადაიყვანეს. კენეტ ჰარდინი, რომელსაც მკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებები ემუქრება, ასევე, ექსტრადიციის მოლოდინშია.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ინციდენტზე გამოძიება გრძელდება.
0
0