სამხრეთ ინდოეთის კერალას შტატში მცხოვრები მამაკაცი საავადმყოფოს ლიფტში, საკვებისა და წყლის გარეშე, 42 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. 59 წლის რავინდრან ნაირი, ექიმთან შესახვედრად მიდიოდა, როდესაც მან ლიფტით ისარგებლა და ორი დღის შემდეგ, ის ლიფტიორმა იპოვა.
რავინდრან ნაირის ოჯახის წევრებს თავდაპირველად ის სამსახურში ეგონათ, მაგრამ მოგვიანებით, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და ნაირზე ძებნა გამოცხადდა. მამაკაცი ამჟამად საავადმყოფოშია და დეჰიდრატაციასა და ზურგის ტკივილს მკურნალობს.
„როდესაც ლიფტში გავიჭედე, სასწრაფო დახმარებას დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხეს. ასევე ჩემს მეუღლეს დავურეკე, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, მაგრამ ვერც მას დავუკავშირდი. პანიკაში ჩავვარდი, ვყვიროდი და ლიფტის კარზე ვარტყამდი ყურადღების მისაპყრობად. სწორედ მაშინ, ტელეფონი იატაკზე დამივარდა და გაითიშა. საათები გადიოდა, წარმოდგენა არ მქონდა დღე იყო თუ ღამე, ლიფტში ბნელოდა, მაგრამ საბედნიეროდ, საკმარისი ჰაერი იყო სუნთქვისთვის," - განუცხადა ნაირმა BBC-ს.
როგორც გაირკვა, მამაკაცი პაციენტებისა და ვიზიტორებისთვის განკუთვნილი ლიფტის ნაცვლად, მწყობრიდან გამოსულ ლიფტში შევიდა, რომელსაც რემონტი უნდა ჩასტარებოდა.
ინციდენტის შემდეგ, საავადმყოფომ ლიფტის გარეთ გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პაციენტებსა და ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ ის რემონტის დროს არ გამოიყენონ.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026