19/10/2022
16:30
მსოფლიო
მალის სახელმწიფო მაუწყებელ ORTM-ის ინფორმაციით, მალის სამხედრო ძალებმა, ჩრდილოეთ კიდალის რეგიონში, საჰაერო თავდასხმების დროს 50 „ბოევიკი“ მოკლეს.
საჰაერო თავდასხმების სამიზნეები „ბოევიკების“ მიერ დაკავებული პოზიციები იყო.
"საჰაერო ოპერაცია წარმატებით შევასრულეთ: მოკლულია 50 ტერორისტი, ასევე დაიწვა მათივე კუთვნილი 5 ჯავშანმანქანა და 35 მოტოციკლი. რეგიონში მცხოვრებლებს მოვუწოდებ, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ", - განაცხადა ქალაქ გაოს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელმა.
მალიში საჰაერო ოპერაცია მოჰყვა გაეროს სამშვიდობო კოლონასთან ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას, რის შედეგადაც ოთხი ჩადელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა. არმია, რომელსაც მხარს უჭერენ რუსი დაქირავებული სამხედრო პირები („ვაგნერი“) და ადგილობრივ „ბოევიკთა“ ჯგუფები, ცენტრალურ და ჩრდილოეთ მალიში ჯიჰადისტურ ჯგუფებს ებრძვის.
მალის პროვინციაში არსებულ სეპარატისტულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში - ისლამურ საჰელში - მოქმედი „ბოევიკები“ ჩრდილოეთ მალიში ინტენსიურად განლაგდნენ მას შემდეგ, რაც, აგვისტოში, ეს ტერიტორია საფრანგეთის ჯარებმა დატოვეს.
0
0