
ჩრდილო-აღმოსავლეთ მალიში, ისლამისტი მებრძოლები თავს დაესხნენ მდინარეზე მცურავ ნავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 49 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება თავს დაესხა არმიის ბანაკს გაოს რეგიონში; დაიღუპა 15 ჯარისკაცი და, ასევე სავარაუდო დაღუპულად ითვლება 50-მდე მებრძოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკები თავს დაესხნენ ნავს, როცა ის მდინარე ნიგერზე ქალაქ გაოდან მოპტისკენ მიემართებოდა. როგორც ცნობილია, მდინარე მთავარი სატრანსპორტო რგოლია რეგიონში, სადაც მხოლოდ რამდენიმე უსაფრთხო გზა არსებობს და არ არის რკინიგზა. როგორც ნავის ოპერატორმა განაცხადა, ნავი, სულ მცირე, სამი რაკეტის სამიზნე იყო.
მალის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
სამხედროების მტკიცებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულები თავიანთ კამპანიას ცვლიან, თუმცა რეგიონში ისლამისტური საფრთხე იზრდება.
აგვისტოს ბოლოდან მალის ჩრდილოეთის ქალაქი ტიმბუქტუ ბლოკადაშია, ასევე ტრანსპორტზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
მალი 2020 წლიდან სამხედრო ხუნტას კონტროლის ქვეშ იმყოფება. 2012 წელს ალ-ქაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მებრძოლებმა მალის ჩრდილოეთში აჯანყება მოაწყვეს. მას შემდეგ ისლამისტი ბოევიკები საჰელის რეგიონში გავრცელდნენ, კერძოდ, ბურკინა ფასოსა და ნიგერში.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026