
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი
"400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება 50/50-ზე იყოს. დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი. ამ ეტაპზე მოხალისეებს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მსურველები, რა თქმა უნდა, არიან. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სამუშაოების წარმოებას, გვყავს ცოცხალი ძალის შესაბიმისი რესურსი და ჩვენ ვაწარმოოთ სამუშაოები", - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
0
0