01/11/2022
15:37
მსოფლიო
მალავიში ქოლერას 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
„მალავიში, ოქტომბრის ბოლოს ქოლერით დაღუპულთა რიცხვი 110-დან 183-მდე გაიზარდა. ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს; დაინფიცირების შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა (მარტის შემდეგ) 6,056-ს შეადგენს,“ -განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ.
მალავის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოსახლეობაში ქოლერით გამოწვეული სიკვდილიანობა დაკავშირებულია საკვების ჰიგიენის წესების დაცვის დაბალ დონესთან, უსაფრთხო სასმელი წყლის დეფიციტთან, ასევე საპირფარეშოების ნაკლებობასა და მათ არასათანადო გამოყენებასთან.
სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი პაციენტი მკურნალობას რელიგიური მიზეზების გამო არ იტარებდა, ზოგი კი - საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართავდა.
ქოლერა მწვავე დიარეული ინფექციაა, რომელიც, ჩვეულებრივ, დაბინძურებული საკვებიდან ან წყლიდან და ცუდ სანიტარულ პირობებში ჩნდება.
0
0