
ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცის რადიკალური რეორგანიზაციის იდეით გამოვიდა; რადიო Sputnik-ის ეთერში მან „მაკროსახელმწიფოს“ შექმნის იდეაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საქართველოს გარეშე შეუძლებელია.
„ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, გვჭირდება პოსტსაბჭოთა სივრცის რესტრუქტურიზაცია... ვგულისხმობ, რომ იქ შუალედური, ბუნდოვანი სახელმწიფოების არსებობა საფრთხეს უქმნის ყველას, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე..." - ამბობს რუსი იდეოლოგი.
დუგინის აზრით, ეს სახელმწიფო ყოფილი სსრკ-სა და რუსეთის იმპერიის სივრცეში უნდა იქცეს „სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ციკლად“. მაკროსახელმწიფოს შექმნა, მისი აზრით, გარდაუვალი ისტორიული პროცესია.
„ამ გზით ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ არა მხოლოდ ჩვენი „ახალი ტერიტორიების“ ბედი, არა მარტო უკრაინის, არამარტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, არამედ საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის და თუნდაც აზერბაიჯანის ბედი.
რუსი ფილოსოფოსის აზრით, ძნელი სათქმელია, როგორი თანმიმდევრობა იქნება ამ მაკროსახელმწიფოს შექმნისას. თუმცა, თავისი ტელეგრამის არხზე მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შესთავაზოს საქართველოს „პროცესს შეუერთდეს“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ის სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება გლობალისტური პოლიტიკისგან“.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025