
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომენტარი გააკეთა რომის პაპ ფრანცისკეს თხოვნაზე ევროპელი ლიდერებისადმი, რომ არ მოექცნენ იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე ჩასულ უკანონო ემიგრანტებს, როგორც დამპყრობლებს. ამის შესახებ მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა - იუწყება The Times.
პარიზი არ მიიღებს არცერთს იმ ათასობით მიგრანტიდან, რომლებიც ამ თვეში ლამპედუგაში დაეშვნენ, თუ ისინი არ დაამტკიცებენ, რომ აქვთ პოლიტიკური თავშესაფრის უფლება, თქვა მან.
„საფრანგეთი ვერ მიესალმება მსოფლიოში არსებულ ყველა უბედურებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანურები და მივიღოთ ის დევნილები, რომლებიც კონფლიქტებს გაურბიან, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ მომთხოვნი, რადგან ჩვენი სოციალური მოდელი გულუხვია“ - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რომის პაპი მართალი იყო, რომ გამოვიდა მოწოდებით გულგრილობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, მაგრამ, მისი თქმით, საფრანგეთმა თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი გაამკაცრებს საკონტროლო ზომებს ზემო ალპების დეპარტამენტში, იტალიის საზღვართან, იტალიაში მიგრანტების მზარდი ნაკადის გამო, მათ შორის კუნძულ ლამპედუზას გავლით.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025