19/12/2022
00:19
სპორტი
კატარში დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საფრანგეთის ნაკრებმა ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო და ფინალი არგენტინის სასარგებლოდ დათმო.
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო.
მსოფლიო პრესა აქტიურად აშუქებს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და კილიან მბაპეს ფოტოებს, სადაც ქვეყნის პირველი პირი ფრანგების ვარსკვლავს ანუგეშებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით კილიან მბაპე გახდა. მას ერთი გოლით ლიონელ მესი ჩამორჩა.
რაც შეეხება ნაკრებების სტატისტიკას, ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბრაზილია, რომელიც ხუთი ტიტულის მფლობელია, გერმანიისა და იტალიის ეროვნულმა გუნდებმა კი თასი 4-4-ჯერ აღმართეს.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ის ფინალში მეოთხედ გავიდა, ორჯერ კი გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლოთ ურუგვაის გაუთანაბრდა.
0
0