15/11/2022
13:22
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ინდონეზიაში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა და უკრაინაში ომის დასასრულებლად გაერთიანებული ძალისხმევისკენ მოუწოდა, - წერს The Guardian-ი.
პრეზიდენტები G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც მაკრონმა თქვა, რომ მათ ძალების გაერთიანება სჭირდებათ, რათა ისეთ საერთაშორისო კრიზისებს უპასუხონ, როგორიცაა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა სი ძინპინს მოუწოდა, პუტინს მესიჯი გადასცეს, რათა ესკალაცია თავიდან აიცილოს და მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზულად დაბრუნდეს.
მოგვიანებით, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ძინპინს უკრაინა პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ საფრანგეთსა და ჩინეთს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა მსოფლიოში დამოუკიდებლობის, ავტონომიის, გულღიობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას მხარი ერთად დაუჭირონ.
მანამდე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბოლო დღეებში G20-ის ქვეყნების უმეტესობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაიგმოს.
0
0