18/11/2022
16:56
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის ომის წინააღმდეგ მზარდ კონსენსუსს შეუერთდნენ, - იუწყება BFM TV.
„საფრანგეთისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობა და რუსეთზე გლობალური ზეწოლის მცდელობაა“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა ბანგკოკში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე.
მაკრონი, მზარდი კონსენსუსის შესაქმნელად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს ჩინეთთან, ინდოეთთან, წყნარი ოკეანის რეგიონთან, ახლო აღმოსავლეთთან, აფრიკასა და ლათინურ ამერიკასთან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი ასევე მათი პრობლემაა.
"ჰეგემონიისა და კონფრონტაციის არ გვჯერა. ჩვენ გვჯერა სტაბილურობისა და ინოვაციების", - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მანამდე მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოუწოდა, რათა მისმა ქვეყანამ უკრაინის ომის წინააღმდეგ ძალები გააერთიანოს.
0
0