
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხს გამოეხმაურა.
მაკრონის თქმით, ეს "პირველი ნაბიჯია", თუმცა "არასაკმარისი". საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს მოუწოდა, ცეცხლი მოლაპარაკებების გარეშე შეწყვიტოს.
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უნდა უძღოდეს წინ". - განაცხადა მაკრონმა პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში უკრაინიდან დაბრუნებისას.
მაკრონის თქმით, პუტინი "გამოსავლის ძიებაშია, თუმცა მას კვლავ სურს დრო იყიდოს".
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025