
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მომხრეები Telegram-ის აქტიური მომხმარებლები არიან. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
ეს მესენჯერი საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ძალზე პოპულარულია. ინფორმაცია საფრანგეთის პარლამენტის ყოფილმა წევრმა გაავრცელა. ამის დასადასტურებლად წყარომ ჟურნალისტებს მაკრონთან Telegram-ში მიმოწერა აჩვენა.
Politico-ს ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი Telegram-ს თვისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ იყენებს, ანუ უკვე 10 წელია ამ მესენჯერის აქტიური მომხმარებელია.
Telegram-ის გარშემო ამჟამად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ვინაიდან მისი დამფუძნებელი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. დუროვი სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლით არის ეჭვმიტანილი და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი კიბერშეტევებში დუროვის შესაძლო მონაწილეობაა.
0
0