
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დიალოგის გასაგრძელებლად.
"მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია", - განუცხადა მაკრონმა სამაუწყებლო კომპანია M6-ს და რუსეთის მხრიდან „დაუშვებელი" იარაღის გამოყენების ან მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
მაკრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საომარი კონფლიქტის განმუხტვას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერებთან მისი შეხვედრების შემდეგ, ის მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის შესაძლებლობას ხედავს.
„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რუსეთსა და უკრაინას შორის ეს მოლაპარაკებები წინ წავწიოთ და ასევე მივიღოთ კონკრეტული, პრაქტიკული გადაწყვეტილებები მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შესამცირებლად,“ - განაცხადა მაკრონმა.
დასავლელი მოკავშირეების უმაღლესი რანგის შეხვედრებზე (რომლებიც ბრიუსელში უახლოეს მომავალში გაიმართება) საუბრისას მაკრონმა თქვა: „ფრანგები და ევროპელები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ, ჩვენი უშუალო ჩაბმის გარეშე, ეს ომი შეჩერდეს“.
0
0