
უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარზე საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ. საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა.
0
0