
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.
„დღეს კვლავ გავაგრძელებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან, მათ შორის მათთან, ვინც ამ მოწვევის ევროპარლამენტში მუშაობდნენ საქართველოს საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, მათთან მუშაობა გავაგრძელოთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს თუნდაც ამ ინსტიტუტში, რომელიმე პოლიტიკური პარტიამ ან პოლიტიკოსმა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0