03/03/2026
21:21

ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების, ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ავიარეისი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც იძლევა ამის საშუალებას, ღიაა ცა. შესაბამისად, დღეს ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების. ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1
0