
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა, სადაც უმაღლეს დონეზე მსოფლიოს ბევრმა ქვეყნამ მიიღო მონაწილეობა. მნიშნელოვანი იყო, სათანადოდ გაჟღერებულიყო საქართველოს გზავნილი და აქცენტები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს მე-4 საერთაშორისო კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს განვითარების შესახებ, იმ ეკონომიკური განვითარების, რაც ეფუძნება რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაატარა.
„ამ მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა მიღო უმაღლეს დონეზე მსოფლიოს ბევრმა ქვეყნამ. მნიშნელოვანი იყო, რომ აქ სათანადოდ გაჟღერებულიყო საქართველოს გზავნილი და აქცენტები. ჩვენთვის მნიშნელოვანია ის ეკონომიკური განვითარება, რაც ეფუძნება რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაატარა, რასაც შედეგები მოაქვს და მნიშნელოვანია, სწორედ ამაზე გაკეთდეს აქცენტი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობასაც ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმ განვითარების შესახებ, რომელიც არის საქართველოში. მქონდა შესაძლებლობა, არაერთი ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრა გამემართა ჩემს კოლეგებთან, გვემსჯელა ჩვენთვის მნიშნელოვან საკითხებზე, გვესაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა და ამ კონტექსტში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს რეზოლუციას ჰქონდა გაერო-ს ფარგლებში და ამ მხარდაჭერას სჭირდება თანამშრომლობის გაგრძელება მის მხარდამჭერებსა და პარტნიორებთან. ეს იყო ერთ-ერთ მთავრი საკითხი, რომელსაც განვიხილავდით შეხვედრებზე და ასევე, ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებთ, იქნება ეს ეკონომიკური პარტნიორობა თუ პოლიტიკური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მომავალ წელს უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„გაერო-ს ფარგლებში საქართველო მომავალ წელს უმასპინძლებს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც მნიშნელოვანია. საქართველო მასპინძელ ქვეყნადაა შერჩეული და ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი პროგრესი, განსაკუთრებით საჯარო მმართველობისა და სერვისების სფეროში, დავანახოთ გაერო-ს წევრ ქვეყნებს და აქცენტი იმ საკითხებზე გავაკეთოთ, რაც ჩვენი მიღწევაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0