
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელზეც სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა როგორც მასპინძელ მხარეს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და თბილისის მერს, რომლებიც ცერემონიაში მონაწილეობდნენ.
ბოჭორიშვილმა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მილანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ცენტრია და საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა აქ, ამ ქალაქში, რომელიც იტალიის 8 რეგიონს დაფარავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით, ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას, მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნავს და მასში ჩვენი წვლილის შეტანას“, - განაცხადა მინისტრმა.
0
0