
კაია კალასი, წესით და რიგით, არის იმ გადაწყვეტილებების შემსრულებელი, რასაც 27 წევრი ქვეყანა მიიღებს, მისი ქმედებები უნდა გამომდინარეობდეს 27 ქვეყნის ინტერესებიდან და არა ვიწრო ინტერესებიდან, რომელსაც ის ძალიან ხშირად გამოხატავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ევროკავშირის ლიდერებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ შეხვედრები და კომუნიკაცია ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან.
„შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი. მარტო ჩემს აქტივობებს რომ გადაავლოთ თვალი, იქაც მიხვდებით, რომ თქვენ რასაც ამბობთ, უბრალოდ არ არის სწორი. რაც შეეხება ახლა სურვილს, შეიძლება, მეტის სურვილი გვქონდეს. ახლა კაია კალასს არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს შეხვედრის. გადაწყვეტილებებს როგორ იღებს და რამდენად იღებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ვის ემსახურება ის გადაწყვეტილებები, რასაც ის იღებს, ესეც კიდე ცალკე საკითხია. ეს შეგიძლიათ, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰკითხოთ, რამდენად კმაყოფილები არიან კაია კალასის მოქმედებით და კაია კალასის გადაწყვეტილებებით. ეს სამწუხარო რეალობაა ევროკავშირის ბიუროკრატიაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ევროკავშირის გადაწყვეტილებებს 27 წევრი ქვეყანა იღებს. შესაბამისად, კაია კალასი, წესით და რიგით, არის იმ გადაწყვეტილებების შემსრულებელი, რა გადაწყვეტილებასაც 27 წევრი ქვეყანა მიიღებს და აქედან გამომდინარე, მისი ქმედებები უნდა გამომდინარეობდეს 27 წევრი ქვეყნის ინტერესებიდან და არა – ძალიან ვიწრო ინტერესებიდან, რომელსაც ის ძალიან ხშირად გამოხატავს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0