
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სწორედ ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მაშინ, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ბაზართან დაკავშირებადობას.
„ჩვენი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ის მიღწევებიც, რაც საქართველოს აქვს. საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, აგრეთვე, ევროპის გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველო მიუერთდა საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას.
„ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს, პრობლემა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს და ამ კონკრეტული ინიციატივის ფარგლებში შედგა დისკუსია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ასევე, პარტნიორებთან, როგორ უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდირება იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ნარკოტიკებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა. ეს აწუხებს ჩვენს ქვეყანასაც, ჩვენს რეგიონსაც, ბალკანეთსაც იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1
0