
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0