10/06/2022
10:33
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მსჯელობა გადაიქცა ფართო კრიტიკად საქართველოს მისამართით და თემა დიდწილად გასცდა მედიის თავისუფლებასაც და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასაც.
„ჩვენთვის საყურადღებოა ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესი და ეს ყველაფერი ხდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საქართველოს ინტერესების დაცვა.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და ამ პროცესში არის სხვადასხვა ინტერესი და მათ შორის არის ინტერესები, რომ საქართველომ არ მიიღოს პერსპექტივა ევროკავშირში გასაწევრიანებლად . ამ დროს ხდება ევროპარლამენტში მსგავსი დებატების ინიცირება და რეზოლუციის მიღება.
დღეს მთავარია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყოს სწორი გეოპოლიტიკური აღქმა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს რეგიონში, რა მიღწევები აქვს საქართველოს და ეს მიღწევები არ არის მხოლოდ ჩვენი მოგონილი. ეს პროგრესი დადასტურებულია სხვადასხვა დოკუმენტში, ეს არის ფაქტები, რომლებიც ფაქტები შესაბამისად უნდა შეფასდეს და ევროკომისიის დასკვნაში აისახოს. ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.
0
0