02/11/2025
13:55

ოფიციალური თბილისი მოუწოდებს ევროპარლამენტს, პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. თემაზე შეფასება უზბეკეთში ვიზიტისას გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში - ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღოს.
ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო.
"ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი. არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორ განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0